სალათა

სალათა

ინგრედიენტები:

ბარდის კონსერვი - 800 გ
სტაფილო - 6-7 ცალი
კარტოფილი - 800 გ
კიტრის მწნილი - 3-4 ცალი
მწვანე ხახვი,კამა,ოხრახუში - 1 კონა
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მაიონეზი (სამარხვო) - 300 მლა
 

მომზადების წესები:
სტაფილო და კარტოფილი მოხარშეთ. ბარდას გადაავლეთ ადუღებული წყალი და გადაიტანეთ ჯამში. კარტოფილი დაჭერით მსხვილად,ხოლო კიტრი და სტაფილო - შედარებით წვრილად. მოათავსეთ ჯამში ბარდასთან ერთად, დააყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი. შეაზავეთ მაიონეზით და გემრიელად მიირთვით!