როგორ მოვამზადოთ იტალიური ომლეტი ფრიტატა

გემრიელი და მადისაღმძვერი კერძის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ 6 ც კვერცხი 3 ც წითელი ბულგარული წიწაკა 1 თავი წითელი ხახვი 1 კონა ოხრახუში 150 გრ. ბროკოლი 1⁄4 ც ლიმონი 2 ს/კ ზეითუნის ზეთი 2 კბილი ნიორი 30 გრ. კარაქი 1 პატარა კონა ქონდარი მუსკატის კაკალი, პაპრიკა, პილპილი და მარიკი გემოვნებით როგორ მოვამზადოთ კვერცხს მარილი, მუსკატის კაკალი და პაპრიკა შეურიეთ. ბროკოლი ნაწილებათ დაყავით. ხახვი რკალებად დაჭერით. ნიორი და ოხრახუში წვრილად დაჭერით და ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით შეაზავეთ. დაჭრილი ხახვი ზეთში მოთუშე, დაუმატეთ ბროკოლი და კიდევ ერთი წუთი თუშეთ.შემდეგ ბულგარული წიწაკა დაუმატე და კვლავ 1 წუთი თუშეთ. დაუმატეთ ქონდარის ფოთლები, 1 წუთის შემდეგ კი ოხრახუში ნივრით ლიმონის და ზეითუნის წვენით შეურიეთ. 30 წამის შემდეგ კიათქვეფილი კვერცხი მოასხით. როცა კვერცხი მზადებას დაიწყებს ტაფა ღუმელში 5-7 წუთით შედგით. განმავლობაში, ღუმელი 180 გრადუსამდე უდნა იყოს გაცხელებული. მაგიდაზე მიტანისას მარილი, პილპილი და ქონდარის ფოთლები მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!