როგორ მოვამზადოთ კიშ ლორენი

ფრანგული სამზარეულოს მოყვარულებს კიშ ლორენის მომზადებას გთავაზობთ თქვენ დაგჭირდებათ 400 გრ. ფქვილი 200 გრ. კარაქი 5 გრ. მარილი 3ც კვერცხი 200 მლ. ნაღები 200 გრ. ბეკონი 1 თავი ხახვი 1 მწიკვი მუსკატი და 200 გრ. ყველი გრუერი როგორ მოვამზადოთ? ფქვილი და მარილი ერთმანეთს შეურიეოთ. დაუამატეთ მწიკვი შაქარი და პატარა კუბებად დაჭრილი კარაქი. ხელით ისე გასრისეთ, რომ ფხვიერი მასა მიიღოთ. შემდეგ წყალი დაუმატეთ და კარგად მოზილეთ. გადააკარით გრინი და რამდენიმე წუთით დაასვენეთ. გააბრტყელოთ ცომი, ჩააფინეთ საცხობ ფორმაში, დაადეთ პერგამენტის ქაღალდი და ზემოდან ლობიო ან ბარდა მოაყარეთ.აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე. მოთუშეთ ხახვი და ბეკონი. ათქვიფეთ ნაღები და კვერცხი. ბეკონი და ათქვეფილი მასა ერთმანეთს შეურიეთ. დაუმატეთ გახეხილი ყველი და მწიკვი მუსკატი. დაასხით გამომცხვარ ცომზე და 15-20 წუთით 180 გრადუსზე აცხვეთ.